Image

დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / არგენტინა / უცხოური ფეხბურთი 28-ნოე, 18:219 GioToServe 2374


















მასმედიის ინფორმაციით, მესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

“ბარსელონას“ ლიდერმა კარლოს ტევესს გადაუსწრო.

კატალონიური კლუბის თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, გასულ კვირას „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2021 წლამდეა გათვალისწინებული. „მარკას“ ინფორმაციით, მესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცა.

წყაროს ინფორმაციით, 30 წლის არგენტინელი ყოველწლიურად 30 მილიონ ევროს იღებს, რასაც საპრიზო თანხებიც ემატება და ვიღებთ თანხას, რომელიც საერთო ჯამში 42 მილიონ ევროს შეადგენს. ამასთანავე, ფეხბურთელის მიერ ახალი კონტრაქტის გაფორმების კვალზე, მესი გამოყოფილი 50 მილიონი ევროდან, ყოველწლიურად დამატებით 12 მილიონ ევროსაც მიიღებს.

„ბარსელონას“ ლიდერის გამოსასყიდ თანხად 700 მილიონი ევრო განისაზღვრა.

დღემდე, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად „შანხაი შენჰუის“ თავდამსხმელი არგენტინელი კარლოს ტევესი ითვლებოდა. მისი ანაზღაურება ყოველწლიურად 38 მილიონ ევროს შეადგენს.

დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (278)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა