Image

"პ.ს.ჟ."-ს მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ პასტორეს მიერ გუნდის შესაძლო დატოვებაზე ისაუბრა

სიახლეები / ფეხბურთი / საფრანგეთი 29-ნოე, 19:249 GioToServe 485


















„პ.ს.ჟ.“-ს მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ არგენტინელი ნახევარმცველის ხავიერ პასტორეს მიერ გუნდის შესაძლო დატოვების შესახებ ისაუბრა.

„საუბრები ისეთი ფეხბურთელის შესახებ, როგორიც ხავიერ პასტორეა, სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. იმისდა განურჩევლად ისინი თამაშობენ თუ არა, მათზე განუწყვეტლივ ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია.“

„თუმცაღა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ოთხშაბათისა და შაბათის თამაშებისათვის მზად ვიყოთ.“ - განაცხადა ესპანელმა პრესკონფერენციაზე.

ცოტა ხნის წინ, პასტორემ განაცხადა, რომ თავის მომავალს კლუბთან ერთად, იანვარში განიხილავს.

არგენტინელი ფეხბურთელით ყველაზე მეტადაა დაინტერესებული იტალიური კლუბი „ინტერი“, რომელიც მთავარ პრეტენდენტ გუნდს წარმოადგენს. პასტორეთი ასევე დაინტერესებულია „ატლეტიკო“ და „სევილია.“

მიმდინარე სეზონში, ხავიერ პასტორე კლუბის მთავარი მწვრთნელის ნდობით დიდად ვერ სარგებლობს. მან პარიზელთა რიგებში 11 მატჩი ჩაატარა, 3 გოლის გატანა შეძლო და 1 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

"პ.ს.ჟ."-ს მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ პასტორეს მიერ გუნდის შესაძლო დატოვებაზე ისაუბრა


"პ.ს.ჟ."-ს მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ პასტორეს მიერ გუნდის შესაძლო დატოვებაზე ისაუბრა


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (359)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა