ნეიმარის მამამ ბრაზილიელის მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლის შესახებ ისაუბრა
ნეიმარის მამამ კომენტარი გააკეთა ნეიმარის მადრიდის „რეალში“ შესაძლო გადასვლის თაობაზე და საკმაოდ გაღიზიანებულმა აგორებულ ხმებს „განუხორციელები იდეა“ უწოდა.
ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი გასულ ზაფხულს გადავიდა „პ.ს.ჟ.“-ში 220 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მაგრამ სულ მალე გავრცელდა ხმები, თითქოსდა ნეიმარი უკმაყოფილო იყო „ლიგა 1“-ით და პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელის - უნაი ემერის მოღვაწეობით. ამ ყველაფერს ლოგიკურად მოჰყვა სპეკულაციები, რომ ნეიმარი მალე დატოვებდა ფრანგულ კლუბს.
„Fox Brazil”-ის კითხვაზე, ნეიმარის მამამ ამგვარი კომენტარი გააკეთა: „როგორ შეიძლება მსგავს კითხვას პასუხი გავცე. არ შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, რაც არ არსებობს. როგორ შეიძლება იგი მადრიდის „რეალში“ გადავიდეს? რანაირ კითხვებს მისვამთ?“
შემდგომ ნეიმარის მამამ ორაზროვნად ისაუბრა: „დღეისათვის ნეიმარის მადრიდის „რეალში“ გადასვლის იდეა არ არსებობს, ეს შეუძლებელი და განუხორციელებელია. მე ვერ ვილაპარაკებ იმ შეთანხმებაზე, რაც შესაძლოა ხუთ ან ექვს წელიწადში განხორციელდეს.“
„პარი სენ-ჟერმენთან“ ნეიმარს ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და მან სულ ახლახანს დაიწყო კლუბში თამაში. სამი თვეა რაც ასპარეზობს და უკვე ამგვარი სპეკულაციები ვრცელდება.“

მოიწონეთ სტატია
კომენტარები