Image

რა თანხას უხდიან კრიშტიანუ რონალდუს ერთ სარეკლამო პოსტში?

სიახლეები / ესპანეთი 30-ნოე, 21:289 GioToServe 2812


















„HopperHQ”-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, „ინსტაგრამზე“ ერთი სარეკლამო პოსტის გამოქვეყნებაში 410 ათას დოლარზე მეტ თანხას იღებს.

რონალდუს „ინსტაგრამზე“ 116 მილიონი გამომწერი მომხმარებელი ჰყავს და აღნიშნული მაჩვენებლით ყველა სპორტსმენს შორის პირველ ადგილს იკავებს. ყველა ცნობილ სახეთა შორის კი პორტუგალიელი მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

ამერიკელ მომღერალსა და მსახიობს სელენა გომესს ერთ სარეკლამო პოსტში 560 ათას დოლარს უხდიან და ამ სექტორში სწორედ იგი ლიდერობს. მეორე ადგილს ცნობილი ამერიკელი დივა - კიმ კარდაშიანი იკავებს. მას 515 ათას დოლარს უხდიან თითოეულ სარეკლამო პოსტში.

რონალდუს გარდა, რეიტინგის პირველ ათეულში კიდევ ერთი სპორტსმენი შედის - „კლივლენდის“ კალათბურთელი - ლებრონ ჯეიმსი. იგი ერთ სარეკლამო პოსტში 120 ათას დოლარს გამოიმუშავებს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (335)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა