მადრიდის "რეალი" "სოსიედადის" ფეხბურთელის ყიდვას აპირებს

მადრიდის

4-12-2017, 16:41

„რეალ სოსიედადის“ მცველმა ალვარო ოდრიოსოლამ შესაძლოა კარიერა მადრიდის „რეალში“ განაგრძობს.

„AS”-ის ინფორმაციით, მადრიდულ კლუბს დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და სწორედ ამიტომ გეგმავს 21 წლის მცველის „სოსიედადიდან“ გადმოყვანას.

წყაროს ინფორმაციით, სამეფო კლუბი ტრანსფერის განხორციელებას 2018 წლის „მსოფლიო ჩემპიონატის“ დაწყებამდე შეეცდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ „სან-სებასტიანის“ გუნდთან მოლაპარაკება მარტივი არ იქნება. სიტუაციას გარკვეულწილად ართულებს ის ფაქტიც, რომ მცველის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში, „რეალ სოსიედადის“ შემადგენლობაში, საერთო ჯამში, ოდრიოსოლამ 17 მატჩის ჩატარება მოახერხა.

მადრიდის "რეალი" "სოსიედადის" ფეხბურთელის ყიდვას აპირებს

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით