"ფეიენორდის" წინააღმდეგ "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი დააკლდება

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / ჰოლანდია / ჩემპიონთა ლიგა 04-დეკ, 16:509 GioToServe 293 0





„ნაპოლის“ თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე „ჩემპიონთა ლიგის“ მე-6 ტურის მატჩში „ფეიენორდის“ წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს. ინფორმაციას ადასტურებს „Sport Mediaset”.

წყაროს ინფორმაციით, 26 წლის ფორვარდი კვირას გამართულ ვარჯიშზე არ მონაწილეობდა და როტერდამში მისი მოედანზე გამოსვლის შანსი ფაქტობრივად ნულს უტოლდება.

შეგახსენებთ, რომ „Seria A”-ს მე-15 ტურის მატჩში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ (0:1), ინსინიემ ტრავმა მიიღო და იგი 76-ე წუთზე შეცვალეს.

სავარაუდოდ, „იტალიის ჩემპიონატის“ მე-16 ტურის მატჩში „ფიორენტინას“ წინააღმდეგ, თავდამსხმელი უკვე შეძლებს „ნაპოლის“ რიგებში ასპარეზობას.

მატჩი „ფეიენორდი“ – „ნაპოლი“ ოთხშაბათს, 6 დეკემბერს უნდა გაიმართოს. შეხედრის დასაწყისი 22:45 საათისთვისაა ჩანიშნული.

"ფეიენორდის" წინააღმდეგ "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი დააკლდება



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა