სიახლეები / ფეხბურთი / არგენტინა
სამწუხარო ფაქტი: მესის ქანდაკება ვანდალების სამიზნე გახდა [ფოტო]

„პასეო დე ლას გლორიას“-ზე, ბუენოს აირესში, არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანის ლიონელ მესის ქანდაკებაა. კვირას ღამით, ქანდაკება ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა - მას ორივე კიდური მოტეხეს.

მესის ქანდაკება 2016 წლის 28 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა. 2017 წლის იანვრის შემდგომ, იგი მეორედ გახდა ვანდალების სამიზნე.

სკულპტურის ავტორი კარლოს ბენავიდესია. იგი ახლა არგენტინის დედაქალაქის მონუმენტებისა და ხელოვნების საქმის დეპარტამენტში მუშაობს.

სამწუხარო ფაქტი: მესის ქანდაკება ვანდალების სამიზნე გახდა [ფოტო]











კომენტარის დამატება