რა შემოთავაზებაზე უთხრა მესიმ "მანჩესტერ სიტის" უარი ? საუბარია გრანდიოზულ თანხაზე !

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 05-დეკ, 18:449 GioToServe 1455 0





„მარკას“ ინფორმაციით, „ბარსელონასა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის ალტერნატივის წინაშე იდგა.

წყაროს ინფორმაციით, დასაწყისისათვის, ინგლისური კლუბი მესის 100 მილიონი ევროს მოცულობის თანხას სთავაზობდა. „მანჩესტერ სიტი“ მზად იყო მესისთვის წლიურად 50 მილიონი ევრო ანაზღაურები სახით გადაეხადა. მიუხედავად ამგვარი გულუხვი შემოთავაზებისა, მესიმ წინადადებას უარით უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში მესიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და იგი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. შეთანხმების საფუძველზე, 30 წლის თავდამსხმელის ყოველწლიური ანაზღაურება 30 მილიონ ევროს შეადგენს. ამასთანავე, კატალონიური კლუბის ლიდერის გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევროს ირგვლივ მერყეობს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა