გაირკვა! ითამაშებს თუ არა სერენა უილიამსი "ავსტრალიის ღია პირველობაზე" ?

სიახლეები / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 06-დეკ, 16:429 GioToServe 335 0






„ავსტრალიის ღია პირველობის“ „დიდი მუზარადის“ ხელმძღვანელმა - კრეიგ ტილმა, ამერიკელი ჩოგბურთელის სერენა უილიამსის მომავალ ტურნირებზე ასპარეზობის ალბათობა შეაფასა.

„სერენა უილიამსმა უკვე ყოველგვარი დოკუმენტაცია მოიპოვა. 2018 წლის „ავსტრალიის ღია პირველობაზე“ მან განაცხადიც კი შეიტანა და ვარჯიშს განაგრძობს. ჩვენ ოდნავაც კი არ გვეპარება ეჭვი იმ ფაქტში, რომ ის თამაშისა და ბრძოლისათვის მზად იქნება.“

„ამ ეტაპზე, მარგარეტ კორტი ლიდერობს „დიდი მუზარადის“ ტურნირებზე აღმართული ტიტულების რაოდენობით. ამერიკელ სერენა უილიამსს კი სწორედ აღნიშნული რეკორდის მოხსნა სურს. ეს მისთვის მართლაც რომ საოცარი მიღწევა იქნება.“ - ციტირებს კრეიგ ტილის სიტყვებს „BBC”.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018