"ბარსელონას" გამოცდილმა მცველმა კატალონიური კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა

6-12-2017, 16:56

„მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, „ბარსელონას“ მცველი ხავიერ მასკერანო კლუბის ხელმძღვანელობისგან მის გაშვებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ითხოვს.

წყაროს ინფორმაციით, სამუელ უმტიტის ტრავმა საშუალებას აძლევს მასკერანოს, რომ როგორც მინიმუმ ორი თვის განმავლობაში რეგულარულად გამოვიდეს მოედანზე და იასპარეზოს, მაგრამ თავად ფეხბურთელს მსგავსი ალტერნატივა არ აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 33 წლის მცველმა უკვე მიიღო შემოთავაზება ჩინეთის „სუპერლიგიდან“, ასე რომ, მასკერანო კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობისგან პასუხს 7 დეკემბრამდე ელის.

მიმდინარე სეზონში, „ბარსელონას“ შემადგენლობაში, მასკერანომ 9 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 7 მატჩში ძირითად განაცხადში აღმოჩნდა.


"ბარსელონას" გამოცდილმა მცველმა კატალონიური კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით