ედენ აზარი ზინედინ ზიდანს შეხვდა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 06-დეკ, 17:329 GioToServe 834 0






ესპანური მასმედიის ინფორმაციით, გასულ კვირას, „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს შეხვდა.

სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული შეხვედრის გამო გააჭიანურა ბელგიელმა ნახევარმცველმა „ჩელსისთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმება. თავის მხრივ, ინგლისურმა კლუბმა აზარს კვირაში 300 ათასი ფუნტის ანაზღაურება შესთავაზა.

„დიარიო გოლ“-ის ინფორმაციით, 26 წლის აზარის შემოერთებასთან დაკავშირებით, ზინედინ ზიდანმა ფლორენტინო პერესისგან უკვე მიიღო ნებართვა.

ცოტა ხნის წინ, აზარმა საჯაროდ განაცხადა ის ფაქტი, რომ ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობის ქვეშ თამაში მისი დიდი ხნის ოცნებას წარმოადგენს.

მიმდინარე სეზონში, „ჩელსის“ შემადგენლობაში, ბელგიელმა ფეხბურთელმა 18 მატჩში ჩაატარა. მან 7 გოლის გატანა მოახერხა და 4 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა თავი.

ედენ აზარი ზინედინ ზიდანს შეხვდა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018