სასიამოვნო ინფორმაცია "ბარსელონას" გულშემატკივართათვის

სასიამოვნო ინფორმაცია

6-12-2017, 18:38

„ბარსელონას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კლუბის ფორვარდმა უსმან დემბელემ მუხლქვეშა მყესის ტრავმის მიღებისა და მოშუშების შემდგომ, პირველად შეძლო კატალონიური კლუბის ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიში.

დღევანდელი ვარჯიში 20 წლის ფეხბურთელმა ჯგუფთან ერთად დაიწყო, ცოტა ხნის შემდგომ კი ინდივიდუალურად განაგრძო.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ რიგებში პირველი მატჩის ჩატარებისას, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ (2:1), უსმან დემბელემ მუხლქვეშა მყესი გაიწყვიტა და იგი იძულებული გახდა სამზე თვეზე მეტი გამოეტოვებინა.

ცოტა ხნის წინ, ფრანგმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის ძირითად ჯგუფში დაბრუნებას დეკემბრის შუა რიცხვებში შეძლებდა.

სასიამოვნო ინფორმაცია "ბარსელონას" გულშემატკივართათვის


სასიამოვნო ინფორმაცია "ბარსელონას" გულშემატკივართათვის

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით