დიდი ტრანსფერი: "რეალმა" არგენტინელი ფეხბურთელი 80 მილიონ ევროდ შეისყიდა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / იტალია / ტრანსფერები 06-დეკ, 18:579 GioToServe 6766 0






„Football Italia”-ს ინფორმაციით, „ინტერის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი მადრიდის „რეალში“ ზამთრის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გადავა.

წყაროს ამტკიცებს, რომ სამეფო კლუბმა ფეხბურთელთან უკვე მიაღწია შეთანხმებას და მხარეებს მხოლოდ ნაკლებ მნიშვნელოვანი დეტალები აქვთ გასარკვევი.

ამასთანავე აღინიშნება, რომ მადრიდის „რეალი“ ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც თან ემატება გარანტირებული ანაზღაურება და ცალკე გამოყოფილი თანხა 12 მილიონი ევროს ოდენობით - თავის მხრივ "ბონუსებისა" და საპრიზოების გათვალისწინებით. არგენტინელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ ყოველწლიურად 9 მილიონი ევროს გამომუშავებას შეძლებს. ამ თანხას დაემატება საერთო სპონსორული შემოსავლის 30%-იც.

სავარაუდოდ, მადრიდის "რეალში" სამედიცინო გამოკვლევას, მაურო იკარდი დეკემბრის ბოლოს გაივლის.

მიმდინარე სეზონში, "სერია A"-ში, მაურო იკარდის 16 გოლი აქვს გატანილი და იგი "იტალიის ჩემპიონატის" ბომბარდირია.

დიდი ტრანსფერი: "რეალმა" არგენტინელი ფეხბურთელი 80 მილიონ ევროდ შეისყიდა


დიდი ტრანსფერი: "რეალმა" არგენტინელი ფეხბურთელი 80 მილიონ ევროდ შეისყიდა


დიდი ტრანსფერი: "რეალმა" არგენტინელი ფეხბურთელი 80 მილიონ ევროდ შეისყიდა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018