ახლა ან არასდროს: "ბარსელონა" "პრემიერ ლიგის" ვარსკვლავში 145 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 07-დეკ, 18:489 GioToServe 2478 0





უკვე არაერთხელ აღინიშნა ის ფაქტი, რომ „ბარსელონას“ მთავარ პრიორიტეტს ფილიპე კოუტინიოს "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" გადმოყვანა წარმოადგენს.

კატალონიური კლუბი ფეხბურთელის ყიდვას სწორედ იანვრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება.

კოუტინიოს შესყიდვას რამდენიმე პოტენციური მიზეზი გააჩნია. ბრაზილიელი კოუტინიო მართლაც გამორჩეული ფეხბურთელია. ამას ისიც ემატება, რომ იგი ახალგაზრდაა და „ბარსელონა“ მიიჩნევს, რომ გუნდის სამომავლო პროექტებში მისი ჩართვა კლუბისათვის მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება.

შესაბამისად, „კატალონიური კლუბი მზადაა „ლივერპულის“ ვარსკვლავში 145 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გასულ ზაფხულს, ესპანურმა გრანდმა ვერ შეძლო კოუტინიოს გუნდში გადმოყვანა, რადგან „ლივერპულმა“ „ბარსელონას“ ყველა შემოთავაზებაზე უარი განუცხადა. ფაქტი კი ფაქტად რჩება - „ბარსელონას“ უპირველესი სამიზნე ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიოა.

ახლა ან არასდროს: "ბარსელონა" "პრემიერ ლიგის" ვარსკვლავში 145 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს


ახლა ან არასდროს: "ბარსელონა" "პრემიერ ლიგის" ვარსკვლავში 145 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს


ახლა ან არასდროს: "ბარსელონა" "პრემიერ ლიგის" ვარსკვლავში 145 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა