"პ.ს.ჟ."-მ უახლოეს მომავალში შესაძლოა მთავარი მწვრთნელი დაითხოვოს

7-12-2017, 18:59

ფრანგული გამოცემა „L’Equipe”-ს მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენმა“ შესაძლოა უნაი ემერი პოსტიდან მიმდინარე თვეში გაათავისუფლოს.

ფრანგული ყოველდღიური გამოცემა იუწყება, რომ „პ.ს.ჟ.“-ს შეიხი ნასერ ალ-ხელაიფი, ბოლო პერიოდში პარიზული კლუბის მიერ დაფიქსირებული ცუდი შედეგებით ძალიან გაწბილებულია და შესაძლოა ესპანელი მთავარი მწვრთნელი პოსტიდან ამ თვეშივე დაითხოვოს.

მიუხედავად იმისა, რომ „ლიგა 1“-ისა და „ჩემპიონთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის სატურნირო ცხრილში „პ.ს.ჟ.“ პირველ ადგილზე იმყოფება, უნაი ემერი შესაძლოა მაინც დაემშვიდობოს თავის ამჟამინდელ თანამდებობას.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა უნაი ემერის შემცვლელის ძიებას იანვარში შეუდგება. პოტენციურ კანდიდატებად სახელდებიან ჟოზე მაურინიო, მასიმილიანო ალეგრი, ანტონიო კონტე და ლუის ენრიკე.

"პ.ს.ჟ."-მ უახლოეს მომავალში შესაძლოა მთავარი მწვრთნელი დაითხოვოს

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით