ლიონელ მესი: "არგენტინაში შეიძლება დაუნდობლად გაგისწორდნენ; ვშიშობ ჩემი შვილების გამო"...

ლიონელ მესი:

7-12-2017, 19:46

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კარიერის დასრულება არგენტინაში სურს, მაგრამ მას აშინებს ის კრიმინოგენული და სოციალური სიტუაცია, რაც სამხრეთ ამერიკის ქვეყანაშია.

„მე უკვე არაერთხელ ვთქვი ის, რომ ვოცნებობ კარიერა „ნიუელს ოლდ ბოისში“ დავასრულო. მიუხედავად ჩემი სურვილისა, არაფრის პირობას არ ვიძლევი იმდენად, რამდენადაც არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები.“

„ერთი რამ უდავოდ ვიცი, რომ არგენტინაში ძარცვის ან ქურდობის პროცესში შეუძლიათ მოგკლან. საქმე მე იმდენად არ მეხება, რამდენადაც ჩემ შვილებს. მე, როგორც რიგით მამას, რომელსაც უყვარს თავისი შვილები, მსურს, რომ ისინი უსაფრთხო და მშვიდ გარემოში აღიზარდონ. არგენტინა ამ მხრივ მართლაც რომ ცუდ მდგომარეობაშია და შესაბამისად კითხვის ნიშნებიც იბადება...“ - ციტირებს ლიონელ მესის სიტყვებს გამოცემა „მარკა“.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, თავდამსხმელმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა. აქვე დავძენთ იმასაც, რომ მესი ორი შვილის მამაა. იგი ორ ვაჟს ზრდის - ტიაგოსა და მათეოს.


ლიონელ მესი: "არგენტინაში შეიძლება დაუნდობლად გაგისწორდნენ; ვშიშობ ჩემი შვილების გამო"...

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით