დორტმუნდის "ბორუსიის" მთავარმა მწვრთნელმა "რეალი" გააკრიტიკა

დორტმუნდის

7-12-2017, 22:00

დორტმუნდის „ბორუსიის“ მთავარი მწვრთნელის პიტერ ბოშის მოსაზრებით, მადრიდის „რეალი“ „ჩემპიონთა ლიგის“ მიმდინარე გათამაშების ფავორიტად ვერ ჩაითვლება. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბმა „ბორუსია“ 3-2 ანგარიშით დაამარცხა, „სანტიაგუ ბერნაბეუზე“ დაფიქსირებული ანგარიში სულაც არ წარმოადგენს რაიმე სახის გარანტიას.

გერმანული კლუბი 2-0 ანგარიშით აგებდა, მაგრამ პიერ-ემერიკ ობამეიანგის წყალობით, „ბორუსიამ“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

დორტმუნდის „ბორუსია“ „ჩემპიონთა ლიგაზე“ ასპარეზობას გამოეთიშა, ხოლო მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შეხვედრა წააგო, რადგან ლუკას ვასკესმა მატჩის დამთავრებამდე 9 წუთით ადრე შეძლო დამაგვირგვინებელი გოლის გატანა.

ზინედინ ზიდანმა შეხვედრის მოგება ხუთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელის გარეშე შეძლო, მაგრამ პიტერ ბოშის მოსაზრებით, სამეფო კლუბი სულაც არ არის „ჩემპიონთა ლიგის“ ფავორიტი.

„დღევანდელი თამაშის ხილვის შემდგომ, ვერ ვიტყოდი, რომ მადრიდის „რეალს“ შეუძლია „ჩემპიონთა ლიგის“ მოგება. კლუბს კარგი თამაში არ უჩვენებია. მე ვთვლი, რომ ესპანურ კლუბს ძლიერი გუნდის შთაბეჭდილება სულაც არ დაუტოვებია.“ - განაცხადა დორტმუნდის "ბორუსიის" მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ბოშმა მატჩის შემდგომ.

დორტმუნდის "ბორუსიის" მთავარმა მწვრთნელმა "რეალი" გააკრიტიკა

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით