"ოქროს ბურთის" მფლობელის ვინაობა ცნობილია

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 07-დეკ, 23:429 GioToServe 1435 0






მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ „ოქროს ბურთის“ ჯილდოს მოპოვება მეხუთედ შეძლო, რა მაჩვენებლითაც იგი არგენტინელ ფეხბურთელ ლიონელ მესის გაუთანაბრდა.

„საფრანგეთის ფეხბურთმა“ (“France Football”) გადაწყვიტა, რომ პრესტიჟული ჯილდო კვლავ კრიშტიანუ რონალდუსათვის გადაეცა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ზედიზედ მეორედ შეძლო „ოქროს ბურთის“ აღმართვა.

რონალდუმ ორ მეტოქეს - ლიონელ მესისა და ნეიმარს აჯობა.

როგორც აღვნიშნეთ, რონალდუმ მეხუთე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და გაუთანაბრდა მესის, რომელსაც ასევე ხუთი „ოქროს ბურთი“ აქვს მოგებული.

მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაეცა „ოქროს ბურთის“ პრესტიჟული ჯილდო კრიშტიანუ რონალდუს ბევრისათვის ნათელია. გასულ სეზონში, კრიშტიანუ რონალდუმ მაშინ მოუმატა თამაშს, როდესაც მას და მის გუნდს ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. რონალდუმ მადრიდის „რეალთან“ ერთად იზეიმა „ლა ლიგის“, „ჩემპიონთა ლიგის“, „ევროპის სუპერთასისა“ და „ესპანეთის სუპერთასის“ გამარჯვება.

"ოქროს ბურთის" მფლობელის ვინაობა ცნობილია



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018