დასახელდა "ჩემპიონთა ლიგის" მიმდინარე კვირის საუკეთესო ფეხბურთელი

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ჩემპიონთა ლიგა 08-დეკ, 16:299 GioToServe 681 0






„უეფას“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „ჩემპიონთა ლიგის“ მიმდინარე კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

„ჩემპიონთა ლიგის“ გათამაშების ფარგლებში, მადრიდის „რეალი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდა და შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. საბოლოო ანგარიში 3:2 გახლდათ. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ერთი გოლის გატანა შეძლო.

რონალდუმ ხმების საერთო რაოდენობის 41% დაიმსახურა.

მეორე ადგილი დაიკავა „ლივერპულის“ ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ, რომელსაც ხმების 38% ერგო. მან „სპარტაკის“ წინააღმდეგ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. საბოლოოდ, „ლივერპულმა“ 7:0 ანგარიშით შეძლო რუსული კლუბის დამარცხება.

მესამე საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო დასახელდა და მან ხმების 8%-ის მიღება მოახერხა.

სიაში მომდევნო ადგილები გაინაწილეს ბერნარდმა (5%), ედენ აზარმა (3%), პაკო ალკასერმა (2%), სონ მინმა (1%) და ხუან კუადრადომ (1%).

დასახელდა "ჩემპიონთა ლიგის" მიმდინარე კვირის საუკეთესო ფეხბურთელი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018