ვინ არის ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც "ევერტონი" 60 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / გერმანია / ტრანსფერები 08-დეკ, 17:089 GioToServe 851 0






გამოცემა „Mirror”-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, „ევერტონმა“ შესაძლოა დორტმუნდის „ბორუსიის“ თავდამსხმელთან პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ხელშეკრულება გააფორმოს.

წყაროს ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზადაა ფორვარდში 60 მილიონი ევროს გადასახდელად, რომელიც ფეხბურთელის ამჟამინდელ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად სახელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაბონელი ფორვარდის კლუბში გადმოყვანით „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი პირადად არის დაინტერესებული.

ცოტა ხნის წინ, მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ობამეიანგის მიმართ ინტერესი „ლივერპულმა“ და „ჩელსიმაც“ გამოხატეს. დღეს კი გავრცელდა ხმები, თითქოსდა 28 წლის ფორვარდს „მილანში“ გადასვლა სურს.

მიმდინარე სეზონში, დორტმუნდის „ბორუსიის“ შემადგენლობაში, გაბონელმა ფეხბურთელმა 20 მატჩი ჩაატარა. მან 16 გოლის გატანა მოახერხა და 2 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა თავი.

ვინ არის ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც "ევერტონი" 60 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018