სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ორი ფეხბურთელით დაინტერესდა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბარსელონას“ ორი ფეხბურთელით დაინტერესდა.

„წითლების“ სამიზნედ იქცნენ კატალონიური კლუბის მცველი სამუელ უმტიტი და ნახევარმცველი სერხი რობერტო.

„Esport.Ge”-ს ინფორმაციით, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მადრიდის „რეალის“ მცველის რაფაელ ვარანის გადმოყვანა სცადა, თუმცა ამაოდ - მოლაპარაკება წარმატებით არ დასრულებულა. ინგლისურმა კლუბმა სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო მიაპყრო ყურადღება „ბარსას“ მცველისკენ.

სამუელ უმტიტის გარდა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ "ბარსელონას" ნახევარმცველის სერხი რობერტოს გადმოყვანის იმედსაც ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს, „მანჩესტერმა“ უკვე სცადა სერხი რობერტოს ყიდვა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა 35 მილიონი ევროს სანაცვლოდაც ვერ დათმო ნახევარმცველი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ორი ფეხბურთელით დაინტერესდა


"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ორი ფეხბურთელით დაინტერესდა


"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ორი ფეხბურთელით დაინტერესდა








კომენტარის დამატება