"მანჩესტერ სიტის" უახლოესი სატრანსფერო გეგმები ცნობილია

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / ტრანსფერები 13-დეკ, 17:159 GioToServe 335 0






„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ იგი დაცვის ხაზის შევსებასა და გაძლიერებას შეეცდება.

„ყველა ტურნირზე მონაწილეობის მიღება და სტაბილურად ასპარეზობა უდავოდ გაგვიჭირდება, რადგან ჩვენ გუნდში ძალიან ცოტა ფეხბურთელი თამაშობს მცველის პოზიციაზე. სწორედ აღნიშნული მიმართულებით განვაგრძობთ მუშაობას. იანვარში კლუბის ტექნიკურ ხელმძღვანელს შევხვდები და შესაძლო ტრანსფერებსაც განვიხილავთ.“ - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, „პრემიერ ლიგის“ სატურნირო ცხრილში, „მანჩესტერ სიტი“ პირველ ადგილს იკავებს. კლუბმა „ინგლისის თასის“ 1/32, „ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 და „ლიგის თასის“ 1/4 ფინალებში შეძლო გასვლა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018