Image

საქართველოს ნაკრები – ევროჩემპიონი ნახტომში

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი 20-დეკ, 19:249 beqa_beqa 4963


















სასწაულია პირდაპირ, როცა ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი სულს ღაფავს და კლუბები, როგორც იტყვიან, რეანიმაციაში არიან, ამ დროს კი ეროვნული ნაკრები თავისებური ევროპის ჩემპიონია.. რომ არ დაიბნეთ, პირდაპირ ვთქვათ – “ფიფა-კოკა კოლას” რეიტინგში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ნახტომი საქართველოს ნაკრებმა გააკეთა. ანუ, საუბარია 2009 წლის დეკემბერსა და წლევანდელ დეკემბერს შორის გამოქვეყნებულ რეიტინგებს შორის სხვაობაზე.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილებმა 2009 წელი 122-ე ადგილზე დაასრულეს, ახლა კი 73-ეზე არიან. 49 საფეხურით კონტინენტის არცერთი ნაკრები დაწინაურებულა, ანუ წლის სარეკორდო წინსვლაა. და კიდევ ვიმეორებთ, ეს მაშინ, როცა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეოთხე და მეხუთე ადგილებზე მყოფი გუნდები 10 დღე საერთოდ არ ვარჯიშობდნენ.
დიდი ნახტომი გააკეთა ჩერნოგორიამაც, რომელმაც 72-ედან 25-ე ადგილამდე აინაცვლა (პლუს 47), ასევე სოლიდური წინსვლა აქვთ ბელარუსსა და სომხეთსაც, აი, ყველაზე დიდი რეგრესი კი უელსმა განიცადა, რომელიც 36 საფეხურით დაქვეითდა. არც ფინეთსა და ლატვიას ჰქონიათ საქმე საამებლად, ორივენი 29 ადგილით “ჩამოცურდნენ”.
აქვე, სრული ცხრილი ევროპული ნაკრებებისა:
1 (1). ესპანეთი (იგივე)
2 (3). ჰოლანდია (+1)
3 (6). გერმანია (+3)
6 (9). ინგლისი (+3)
8 (5). პორტუგალია (-3)
10 (11). ხორვატია (+1)
11 (12). საბერძნეთი (+1)
12 (32). ნორვეგია (+20)
13 (13). რუსეთი (იგივე)
14 (4). იტალია (-10)
17 (33). სლოვენია (+16)
18 (7). საფრანგეთი (-11)
20 (36). სლოვაკეთი (+16)
22 (18). შვეიცარია (-4)
23 (19). სერბეთი (-4)
25 (72). ჩერნოგორია (+47)
28 (26). დანია (-2)
30 (25). ჩეხეთი (-5)
31 (42). თურქეთი (+11)
33 (43). შვედეთი (+10)
34 (24). უკრაინა (-10)
36 (37). ირლანდია (+1)
38 (80). ბელარუსი (+42)
42 (52). უნგრეთი (+10)
43 (40). ჩრდ. ირლანდია (-3)
44 (48). ბოსნია (+4)
46 (61). ავსტრია (+15)
49 (30). ბულგარეთი (-19)
50 (27). ისრაელი (-23)
52 (46). შოტლანდია (-6)
55 (62). ლიტვა (+7)
56 (38). რუმინეთი (-18)
57 (66). ბელგია (+9)
60 (102). სომხეთი (+42)
65 (97). ალბანეთი (+32)
73 (122). საქართველო (+49)
73 (57). პოლონეთი (-16)
76 (64). მაკედონია (-12)
78 (49). ლატვია (-29)
82 (104). ესტონეთი (+22)
83 (54). ფინეთი (-29)
84 (96). მოლდოვა (-12)
90 (68). კვიპროსი (-22)
98 (114). აზერბაიჯანი (+16)
112 (76). უელსი (-36)
112 (94). ისლანდია (-18)
134 (124). ლუქსემბურგი (-10)
136 (118). ფარერები (-18)
138 (123). ყაზახეთი (-15)
148 (153). ლიხტენშტაინი (+5)
164 (144). მალტა (-20)
202 (202). ანდორა (იგივე)
203 (203). სან-მარინო (იგივე)

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
FC Bayern München 21 დეკემბერი 2010 03:14
ნახტომი თავისთავად ჩანს,თუმცა ილუზია იმის რომ ევროპაზე გავალთ მგონი არ უნდა გვქონდეს..რაულიტო რას იზამ გენაცვალე ხომ იცი ქართველები ვართ..აი ნახე ხორვატიასთან გაივსება სტადიონი ,მაგრამ თუ ვაცაგეეეეთ ვაიიი..ვაიიი მერე ნახე შენ..დაიწყებენ ამათი ესე და ისე,ამათI ნათამაშები ფეხბურთი და ნუ მოკლედ როგორც არის ხოლმე..სტადიონცე საგულშემატკივროდ უნდა მივიდეთ და არა იმიტომ რო "ხორვატიას უნდა მოვუგოთ უეჭველი"..
Vano_Alonso 20 დეკემბერი 2010 23:06
ნახტომი აბა წაგებით კი არ მოდის lol დიდი მიღწევა იქნება თუ ევროპაზე გავედით
7 7 7
beqa_beqa 20 დეკემბერი 2010 20:13
ვხვდები მარა რა იცი იქნებ გაგვივარდეს როგორც სლოვენიასთან ეხა არ ტქვათ არ გაგვივარდაო
admin 20 დეკემბერი 2010 20:13
ციტატა: eke
ამხანაგურში და ოფიციალურში დიდი განსხვავებაა

ხო მაგრამ რეიტინგი ორივეს მიხედვით დგინდება,
ამხანაგურიც ოფიციალური თამაშებია ოღონდ სხვა რანგის :)
Eke 20 დეკემბერი 2010 20:11
ციტატა: beqa_beqa
ეგრე სლოვენია 16 ზეა მარა ხო მოუგეთ

ამხანაგურში და ოფიციალურში დიდი განსხვავებაა
beqa_beqa 20 დეკემბერი 2010 19:56
ეგრე სლოვენია 16 ზეა მარა ხო მოუგეთ
Sportnews 20 დეკემბერი 2010 19:46

ციტატა: beqa_beqa
აუ ხორვატია უნდა დავამარცხოთ უეჩველი


ეს ქართველი ქომაგი რატომ ხართ მომთხოვნი, რა უნდა დავამარცხოტ უეჭველი, შეხედეთ ხორვატია 10-ე ადგილზეა, ჩვენ 73-ზე , მაგათთან ფრეც დიდი შედეგი იქნება.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
beqa_beqa 20 დეკემბერი 2010 19:41
აუ ხორვატია უნდა დავამარცხოთ უეჩველი
admin 20 დეკემბერი 2010 19:35
ციტატა: eke
ეგ ნახტომებიც მოგებებით იქნება გამოწვეული

როცა მოგებებით იქნება გამოწვეული მერე ესეთ კომენტარს დავწერ 7
Eke 20 დეკემბერი 2010 19:33
admin,
ეგ ნახტომებიც მოგებებით იქნება გამოწვეული
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (262)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა