ტატიშვილი სარეკორდო ნიშნულს დაუბრუნდა

ტატიშვილი სარეკორდო ნიშნულს დაუბრუნდა

21-12-2010, 23:41

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი ერთი საფეხურით დაწინაურდა და 502 ქულით მისთვის სარეკორდო 134-ე პოზიციას დაუბრუნდა.
კლასიფიკაციაში კიდევ 8 ქართველი გოგონა მოხვდა, თუმცა, მნიშვნელოვანი ცვლილებები არცერთს შეხებია. ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც გასულ კვირაში დუბაის 75-ათასიან ტურნირზე თამაშობდა, 310 ქულით 192-ე ადგილზე დარჩა, ხოლო მაკა ჩახნაშვილი 210 ქულით 257-ეა.
აღსანიშნავია, რომ წლის საჩემპიონო რბოლაში, რომელშიც მიმდინარე სეზონის უკანასკნელი მცირე ტურნირებიც შევიდა, ტატიშვილი 50 ქულით 24-ე საფეხურზე იმყოფება, ხოლო კალაშნიკოვა 29 ქულით 72-ე გახლავთ.
კვლავაც მძიმე მდგომარეობაა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილს (31 ქულა) 632-ე ადგილი უკავია, ლადო ჩიხლაძე კი (11) 860-ეა.





WTA-ს რეიტინგი 20 დეკემბრისთვის
134 (135). ანა ტატიშვილი – 502 ქულა; 192 (192). ოქსანა კალაშნიკოვა – 310; 257 (256). მაკა ჩახნაშვილი – 210; 285 (284). სოფო შაფათავა – 180; 293 (292). თათია მიქაძე – 168; 418 (418). სოფო ქვაცაბაია – 87; 589 (589). მანანა შაფაქიძე – 44; 617 (614). ეკატერინე გორგოძე – 39; 1127 (1127). ანა ჯიქია – 3;

წყარო:wordlsport.ge

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით