გულისამაჩუყებელი მილოცვა - რა შეუთვალა ლიონელ მესიმ ნეიმარს ?

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი 25-დეკ, 14:019 GioToServe 3616 0






ლიონელ მესიმ თავის ყოფილ თანაგუნდელ ნეიმარს გულისამაჩუყებელი საშობაო სურვილი გაუზიარა.

ბრაზილიურ სატელევიზიო შოუში, ყველასთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ „სეკრეტ სანტას“ ფორმაში გადაცმული პიროვნება ლიონელ მესი ყოფილა. მან „პ.ს.ჟ.“-ს ვარსკვლავს შემდეგი სიტყვები შეუთვალა:

„ესპანეთში გვაკლიხარ და გვენატრები.“

„რა თქმა უნდა, რომ სადაც არ უნდა იყო, ყველგან და ყოველთვის დიდ ბედნიერებას გისურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთმანეთს მალე შევხვდებით როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმაც.“

„მოგეხვიე მთელი გულით, თავს გაუფრთხილდი.“ - დასძინა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა.

ნეიმარის პასუხმაც არ დააყოვნა:

„დიდი მადლობა ძმაო, ჩემთვის ყოველთვის დიდი შთაგონება იყავი და მუდამ მისაბაძ პიროვნებად დარჩები. დიდებული მეგობარი ხარ!“

მესი და ნეიმარი „ბარსელონას“ შემადგენლობაში ერთად 2013-დან 2017 წლის ჩათვლით თამაშობდნენ. ამ პერიოდში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 68-ჯერ შეძლო „ლა-ლიგის“ შეხვედრის ჩატარება. კატალონიურ კლუბთან ერთად მან „ლა ლიგის“ ორი, „ჩემპიონთა ლიგის“ ერთი და „ესპანეთის საფეხბურთო თასის“ სამი ტიტულის მოგება მოახერხა.

საბოლოოდ, ბრაზილიელი ვარსკვლავი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ლიგა 1“-ში, ფრანგულ კლუბ „პ.ს.ჟ.“-ში გადავიდა, სადაც ფანტასტიკური ფორმის დემონსტრირებას განაგრძობს. ნეიმარმა „ლიგა 1“-ისა და „ჩემპიონთა ლიგის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებში, ჯამში 17 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

მესისა და ნეიმარის ასეთი თბილი საუბარი ცხადია არაერთ სპეკულაციასა და ვარაუდს წარმოშობს; განსაკუთრებით იმის თაობაზე, დაბრუნდება თუ არა ნეიმარი ესპანეთში. უკვე დიდი ხანია, რაც მის სახელს მადრიდის „რეალთან“ აკავშირებენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018