გვარდიოლამ სერხიო აგუეროს მიერ "სიტის" შესაძლო დატოვების შესახებ ისაუბრა

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / ტრანსფერები 25-დეკ, 15:119 GioToServe 611 0






„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის ფორვარდის სერხიო აგუეროს შესახებ ისაუბრა და ფეხბურთელის ინგლისური კლუბიდან წასვლის ალბათობა შეაფასა.

„სერხიო აგუეროს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მის ნიჭიერებას უაღრესად ვაფასებ. წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში.“

„იგი კლუბის ლეგენდარული მოთამაშეა და თავისი მომავლის შესახებ თავადვე მიიღებს გადაწყვეტილებას. ბედნიერი ვარ, რომ გუნდში ასეთი ფეხბურთელი მყავს.“ - ციტირებს „Esport.Ge” გვარდიოლას სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, არგენტინელმა თავდამსხმელმა უკმაყოფილება გამოთქვა ინგლისურ კლუბში შემუშავებული როტაციის გეგმის თაობაზე, რომელშიც თავისი როლი არ მოიწონა. შედეგად, აგუერომ კლუბის შესაძლო დატოვებაზე დაიწყო ფიქრი.

ამავე დროს, გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტი“ მზადაა ფეხბურთელს 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაცილდეს.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში, აგუერომ „სიტის“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა. მან 13 გოლის გატანა შეძლო და 3 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018