Image

ობამენიანგი ესპანეთში გადასვლის შესახებ ალაპარაკდა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / გერმანია / ტრანსფერები 25-დეკ, 15:179 GioToServe 1354


დორტმუნდის „ბორუსიის“ თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „ატლეტიკოში“ მისი შესაძლო გადასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„მე ვფიქრობ, რომ ანტუან გრიზმანმა შესაძლოა „ატლეტიკო“ დატოვოს. ჩემი ტრანსფერი „ატლეტიკოში“ ? ეს შესაძლოა განხორციელდეს. მოვლენების ამგვარი განვითარება გამორიცხული არ არის.“ - ციტირებს ობამეიანგის სიტყვებს „Esport.Ge”.

ცოტა ხნის წინ, გაბონელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

მიმდინარე სეზონში, გერმანული კლუბის შემადგენლობაში, ობამეიანგმა 22 მატჩი ჩაატარა. მან 18 გოლის გატანა შეძლო და 3 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (287)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა