აპირებს თუ არა რაფაელ ნადალი როჯერ ფედერერის ასაკში თამაშს ?

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / მსოფლიო ჩოგბურთი 26-დეკ, 11:579 GioToServe 388 0






რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა 2017 წელი მართლაც საუცხოოდ ჩაატარეს. შედეგად, ესპანელმა ჩოგბურთელმა სეზონი პირველ ნომრად ჩაამთავრა, შვეიცარელი კი ამ ეტაპზე, “ATP” რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა თავისი კარიერისა და როჯერ ფედერერის ირგვლივ ისაუბრა:

„არ ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რა იქნება 6 წლის შემდგომ. ყველას თავისი გზა აქვს. რაც ერთისთვის სარგებლის მომტანია, შესაძლოა სხვისთვის დამაზიანებელი იყოს. ახლა მე 31 წლის ვარ, ფედერერი 37 წლის ხდება. ასე რომ, უკვე დიდ განსხვავებაზე ვსაუბრობთ. ასე შორსაც არ ვიყურები. დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ყველას ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება და გამოცდილება გაგვაჩნია. დაბრკოლებებისა და განსაცდელების გადალახვას კი სხვადასხვა ადგილას მივყავართ. როდესაც 26 წლის ვიყავი, არც კი მეგონა, რომ 31 წლის ასაკში განვაგრძობდი თამაშს. ახლა კი, ვერ წარმომიდგენია როგორ ვითამაშებ როჯერის ასაკში. ამგვარი მოვლენების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.“

„რაც შეეხება “დიდი მუზარადის“ ტიტულებს, ჩემსა და ფედერერს შორის სხვაობა სამ ტურნირს შეადგენს, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ეს მე არ მაღელვებს. თუ არაფერმა შემიშალა ხელი, ფედერერს აუცილებლად დავეწევი და ეს წარმოუდგენელი განცდა იქნება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ეს არ მოხდა, დიდად არც განვიცდი - კარიერას რომ დავასრულებ, ამის გამო სინანული არ მექნება.“

შეგახსენებთ, რომ „დიდი მუზარადის“ ტურნირის 16-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი „აბუ-დაბის“ საჩვენებელი ტურნირიდან მუხლის ტრავმის გამო მოიხსნა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018