კარლო ანჩელოტის დათხოვნის რეალური მიზეზები კაპელომ გაამხილა

სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია 26-დეკ, 14:469 GioToServe 602 0






იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო თვლის, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელებმა გააზრებულად და მიზანმიმართულად გააძევეს ყოფილი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გერმანული გუნდიდან.

„ბევრს უჩნდება კითხვა, თუ რა გააკეთა ჰაინკესმა მიუნხენის „ბაიერნში“ არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად. მე ვთვლი, რომ პასუხი საკუთრივ ფეხბურთელებსა და მათი ასპარეზობის ხარისხში მოიძებნება. სწორედ მოთამაშეებმა მოაწყვეს ბუნტი ანჩელოტის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი კი გააკეთეს იმიტომ, რომ დარწმუნებულნი იყვნენ, თითქოსდა, კლუბის მთელი პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ მთავარ მწვრთნელში კონცენტრირდებოდა. ახლა ფეხბურთელები უკეთ ასპარეზობენ და თამაშის დონეც მნიშვნელოვნად გამოასწორეს. გუნდის წარმომადგენლებს უბრალოდ არ სურდათ ანჩელოტის ხელმძღვანელობის ქვეშ თამაში.“ - ციტირებს „ESport.Ge” ფაბიო კაპელოს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სექტემბრის ბოლოს დაითხოვეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად, მიმდინარე სეზონში, გუნდის არაშედეგიანი ასპარეზობა დასახელდა. ოქტომბრის დასაწყისიდან, მიუნხენის „ბაიერნს“ სათავეში იუპ ჰაინკესი ჩაუდგა.

ახალი მწვრთნელის დაქვემდებარების ქვეშ, 17 ტურის შემდგომ, გერმანული კლუბი დამაჯერებლად ლიდერობს „ბუნდესლიგის“ სატურნირო ცხრილში.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018