Image

"პ.ს.ჟ."-ს ვარსკვლავი: "მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი უკვე გაფორმებული მქონდა..."

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი / ტრანსფერები 27-დეკ, 11:259 GioToServe 2777


„პ.ს.ჟ.“-ს ფორვარდმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალში“ გადასვლის ალტერნატივის წინაშე იდგა.

„მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. „პ.ს.ჟ.“-ში გადასვლამდე, „რეალთან“ კონტრაქტი ფაქტობრივად ბოლომდე გვქონდა გაფორმებული. მაგრამ რაც მოხდა, მოხდა და ახლა ვეღარ შეიცვლება. ყოველივე ეს, ისევე როგორც ჩემთვის, ასევე მადრიდული კლუბისთვის წარსულის ნაწილია.“ - ციტირებს “ESport.Ge” კილიან მბაპეს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ „პ.ს.ჟ.“-მ „მონაკოდან“ იჯარის წესით გადმოიყვანა ფეხბურთელი პარიზულ კლუბში. მის მოქმედ ხელშეკრულებას თან სდევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „პ.ს.ჟ.“-ს ფეხბურთელის სრული გამოსყიდვა 180 მილიონ ევროდ შეუძლია.

მიმდინარე სეზონში, პარიზული კლუბის შემადგენლობაში, 19 წლის თავდამსხმმელმა 23 მატჩი ჩაატარა. მან 12 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა.

"პ.ს.ჟ."-ს ვარსკვლავი: "მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი უკვე გაფორმებული მქონდა..."



მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (236)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა