სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / გერმანია / ტრანსფერები
"ატლეტიკო" კიდევ ერთი ფეხბურთელის გაყიდვისთვის ემზადება

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა იანიკ ფერეირა-კარასკომ შესაძლოა ესპანური კლუბი დატოვოს. ბელგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელით მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესდა.

„ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ვეღარ ენდობა 24 წლის ბელგიელს და მოთამაშის გაყიდვაზე თანახმაა.

იანვარში, ესპანურ კლუბს, „ლას-პალმასში“ იჯარის პირობით გაშვებული ფეხბურთელი - ვიტოლო დაუბრუნდება. არგენტინელი მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ სწორედ ვიტოლოს შეუძლია ფერეირა-კარასკოს ჩანაცვლება.

ჩვენი ინფორმაციით, ფერეირა-კარასკოთი მიუნხენის „ბაიერნის“ გარდა, რამდენიმე ბრიტანული კლუბია დაინტერესებული.

ჯერ კიდევ ზაფხულში, „ბაიერნი“ 50 მილიონ ევროს იხდიდა ნახევარმცველში, მაგრამ მოცემული გარიგება ვერ განხორციელდა.

ბელგიელი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 2020 წელს იწურება.

"ატლეტიკო" კიდევ ერთი ფეხბურთელის გაყიდვისთვის ემზადება








კომენტარის დამატება