სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / გერმანია / ტრანსფერები
რომელ კლუბში აპირებს კარიერის გაგრძელებას ჰენრიხ მხითარიანი ?

“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველს ჰენრიხ მხითარიანს დორტმუნდის „ბორუსიაში“ სურს დაბრუნება.

ჩვენი ინფორმაციით, 28 წლის ნახევარმცველი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და კლუბის შეცვლას გეგმავს.

ცოტა ხნის წინ, ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ თანახმაა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელის გაყიდვაზე.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მხითარიანს ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტიც მოუვიდა, რის გამოც, ფეხბურთელი საკმაოდ იშვიათად გამოდის მოედანზე.

ჰენრიხ მხითარიანი 2016 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში. მიმდინარე სეზონში მან 19 მატჩი ჩაატარა, თუმცა შეძლო და 2 გოლით დაგვამახსოვრა თავი. ამას გარდა, თავი 5 საგოლე გადაცემის შესრულებითაც გამოიჩინა.









კომენტარის დამატება