სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / საფრანგეთი
"იუვენტუსმა" დიბალა ამხილა და დასაჯა

"იუვენტუსმა" დიბალა ამხილა და დასაჯა



„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ გუნდის თავდამსხმელი პაულო დიბალა დასაჯა, რაც იმაში გამოიხატა, რომ უკანასკნელ ოთხ მატჩში, „იუვენტუსის“ შემადგენლობაში, დიბალას საერთო ჯამში მხოლოდ 121 წუთის თამაშის უფლება მიეცა.

“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, ტურინული კლუბის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ მასიმილიანო ალეგრის არგენტინელი ფეხბურთელის სათადარიგო სკამზე გადაყვანა მოსხოვა. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ დიბალას პირადი წარმომადგენელი „პ.ს.ჟ.“-სთან მოლაპარაკებებში იქნა შემჩნეული.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, იუვენტუსი“ 24 წლის ფორვარდს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუკი სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს მიიღებს. დიბალას სანაცვლოდ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტურინულ კლუბს 60 მილიონ ფუნტს სთავაზობდა, მაგრამ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ უარით გაისტუმრა ინგლისური მხარე.

მიმდინარე სეზონში, ტურინის „იუვენტუსის“ შემადგენლობაში, დიბალამ 25 მატჩი ჩაატარა. მან 15 გოლი გაიტანა და გულშემატკივრებს 3 შედეგიანი გადაცემითაც დაამახსოვრა თავი.











კომენტარის დამატება