"ჩელსის" სუპერვარსკვლავმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და "რეალში" გადასვლა სურს

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 29-დეკ, 17:469 GioToServe 1201 0






"ჩელსის" სუპერვარსკვლავმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და "რეალში" გადასვლა სურს


„ჩელსის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა ინგლისურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა და მას „რეალში“ გადასვლა სურს.

„ედენს არ სურდა „ჩელსისთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივება, რათა „რეალში“ შესაძლო ტრანსფერის ალტერნატივა კიდევ უფრო გაემარტივებინა. მადრიდულ კლუბში მას შეუძლია საკუთარი თავის ბუნებრივად დამკვიდრება და სრული პოტენციალის გამოვლენა. ყოველ შემთხვევაში, "ჩელსისთან" ჩემ შვილს ჯერ-ჯერობით არანაირ ოფიციალურ დოკუმენტზე არ მოუწერია ხელი.“ - ციტირებს ედენ აზარის მამის სიტყვებს „ESPORT.GE”.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2020 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.

უკვე რამდენიმე თვეა რაც ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აზარით საკუთრივ "რეალიც" არის დაინტერესებული. ამ უკანასკნელის გარდა, აზარის გუნდში გადმოსაყვანად, ბრძოლაში სხვა გრანდებიც ჩაერთნენ. მაგალითისათვის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ახლაც მზადაა აზარში 120 მილიონი ევროს გადასახდელად, ასე რომ, საინტერესოა თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

მიმდინარე სეზონში, „ჩელსის“ შემადგენლობაში, ედენ აზარმა 24 მატჩი ჩაატარა. მან 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემითაც შეძლო თავის გამოჩენა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018