Image

"აბუ-დაბის" ტურნირის მეორე სათამაშო დღის შედეგები და ხვალინდელი განრიგი

სიახლეები / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 29-დეკ, 21:019 GioToServe 423


დღეს „აბუ-დაბის“ საჩვენებელი ტურნირის ფარგლებში, მეორე სათამაშო დღე დასრულდა.

„Mubadala Tennis World Championship“-ზე სამი შეხვედრა გაიმართა.

პირველ შეხვედრაში, მსოფლიოს ნომერ მე-10 ჩოგანი ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტა რუს ჩოგბურთელ ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდა, რომელიც „ATP“ რეიტინგში 39-ე პოზიციას იკავებს. დაპირისპირება 1 საათისა და 7 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ ანდრეი რუბლიოვის გამარჯვებით დასრულდა. რუსმა ჩოგბურთელმა მეტოქე ორ სეტში დაამარცხა, ანგარიშით 6-4, 6-2. შედეგად, ანდრეი „აბუ-დაბის“ საჩვენებელი ტურნირის მე-5 ადგილზე აღმოჩნდა, კარენო ბუსტა კი ბოლო მე-6 ადგილს დასჯერდა.

მეორე მატჩში, სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი, რომელიც „ATP” რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს, დაუპირისპირდა ავსტრიელ ჩოგბურთელ დომინიკ ტიმს. ეს უკანასკნელი მსოფლიოს მე-5 ჩოგანია. მატჩი ანდერსონის გამარჯვებით დასრულდა 2 სეტში, ანგარიშით 7-6(6), 6-4. დაპირისპირება 1 საათისა და 32 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. აქვე აღვნიშნავთ იმ ფაქტსაც, რომ კევინ ანდერსონსა და დომინიკ ტიმს შორის პირად შეხვედრებში ანგარიში 8-0 გახდა სამხრეთ აფრიკელის სასარგებლოდ!

მესამე მატჩში რობერტო ბაუტისტა-აგუტის მოწინააღმდეგე ბრიტანელი ჩოგანი ენდი მარი გახლდათ. ამ უკანასკნელმა, აღნიშნულ ტურნირზე, ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩაანაცვლა - სერბს ისევ მარჯვენა იდაყვის ტრავმა აწუხებს. მსოფლიოს ნომერ მე-20 ჩოგანმა ესპანელმა რობერტო ბაუტისტა-აგუტმა ბრიტანელი მოწინააღმდეგე 6-2 ანგარიშით დაამარცხა, ვინაიდან მატჩი ერთ სეტიანი ფორმატით ჩატარდა. საგულისხმოა ისიც, რომ ამ ეტაპზე, ენდი მარი მსოფლიოს მე-16 ჩოგანია. მატჩი 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ხვალ, „აბუ-დაბის“ საჩვენებელ ტურნირზე 2 მატჩი გაიმართება.

პირველ შეხვედრაში, დომინიკ ტიმი ენდი მარის დაუპირისპირდება. მატჩში მე-3 და მე-4 ადგილოსნები გამოიკვეთება.

ფინალში კი კევინ ანდერსონი რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება.

„აბუ-დაბის“ ტურნირის ბოლო სათამაშო დღე თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.



მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (192)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა