სიახლეები / ფეხბურთი / ბრაზილია / უცხოური ფეხბურთი
35 წლის ადრიანო ბრწყინვალე ფორმაშია და ფეხბურთში დასაბრუნებლად ემზადება!

35 წლის ადრიანო ბრწყინვალე ფორმაშია და ფეხბურთში დასაბრუნებლად ემზადება!


ახლა უკვე გამოცდილმა თავდამსხმელმა ადრიანომ, თავის დროზე სახელი მშობლიურ ბრაზილიაში გაითქვა, სადაც „ფლამენგოს“ შემადგენლობაში ბრწყინვალედ ასპარეზობდა. ბრაზილიური კლუბის შემდგომ, მან „სერია A”-ში, კერძოდ კი „ინტერში“ განაგრძო კარიერა.

2002-2004 წლებში, ადრიანო „პარმას“ შემადგენლობაში თამაშობდა. სწორედ მოცემულ კლუბში ასპარეზობით, ფეხბურთელმა კიდევ უფრო მეტად გამოიჩინა თავი. მისი უდავო ნიჭიერება გულშემატკივრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

ახლახანს, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ადრიანოს შესახებ ამგვარი რამ განაცხადა: „ის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვისთანაც კი ოდესმე მითამაშია.“ რა თქმა უნდა, მოცემული სიტყვები ადრიანოს წარმოუდგენელ შესაძლებლობებზე მეტყველებს.

ზლატანის შეფასების შემდგომ სულ რამდენიმე თვის შემდგომ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა შესაძლოა თავისი ყოფილი თანაგუნდელი კვლავ იხილოს დიდ ფეხბურთში - ადრიანომ განაცხადა, რომ იგი დაბრუნებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელით მისი ყოფილი კლუბი „ფლამენგო“ არის დაინტერესებული.

„ვცდილობ, რომ ფორმაში ვიყო და ვივარჯიშო. წონაში არ ვიმატებ. აღნიშნული ფაქტი მე ძალიან მეხმარება და ფიზიკურად თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.“ - განაცხადა ადრიანომ „ვარსკვლავთა მატჩის“ საქველმოქმედო შეხვედრის გამართვის შემდგომ.

„სწორ გზას ვადგავარ და თავის მხრივ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემ ფეხბურთში დაბრუნებას არა მარტო გულშემატკივრები, არამედ საკუთრივ ჩემი ოჯახიც მოუთმენლად ელის.“

მაშინ, როდესაც ადრიანო საქველმოქმედო მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე გამოვიდა, ტრიბუნებზე დამაყრუებელი შეძახილები გაისმა - „იმპერატორი დაბრუნდა!“.

ადრიანომ გულშემატკივრებს იმედი არც ამჯერად გაუცრუვა და მისი რეალური სახე წარმოაჩინა - „მარაკანას“ მოედანზე ფეხბურთელმა გულის გატანა მოახერხა. ამას გარდა, ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და ბურთი ორჯერ გაარტყა მეტოქის კარის ძელს.

ადრიანოს ფეხბურთში დაბრუნების შესახებ, „ფლამენგოს“ ყოფილმა ვარსკვლავმა ჟუანმაც გააკეთა კომენტარი:

„ფლამენგო“ ადრიანოს სახლია. ის ფაქტობრივად კერპად არის ქცეული. „ფლამენგომ“ გამოააშკარავა მისი ნიჭიერება და მსოფლიო სარბიელზე გაუთქვა ფეხბურთელს სახელი. ადრიანო აქ აღიზარდა. თუ მართლაც დაბრუნდება, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება.“

„მთავარი კითხვა მაინც იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა ადრიანო ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას. თუ ყველაფერი დადებითად წარიმართა, ჩვენი კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება.“

მართლაც, 35 წლის ადრიანო სოლიდურ ფორმაშია და შესაძლო დაბრუნების კვალზე, უდავოდ კარგად გამოიყურება.


35 წლის ადრიანო ბრწყინვალე ფორმაშია და ფეხბურთში დასაბრუნებლად ემზადება!








კომენტარის დამატება