სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / მსოფლიო ჩოგბურთი
ჯოკოვიჩის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა - სერბი კიდევ ერთი ტურნირიდან მოიხსნა

მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ახლახანს „აბუ-დაბის“ საჩვენებელი ტურნირიდან მოიხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად, მარჯვენა იდაყვის ტრავმა სახელდება. სამწუხაროდ, ნოვაკს კიდევ ერთი მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწია - მომავალ კვირას იგი მორიგ შეჯიბრებას „ATP დოჰას“ ტურნირს გამოტოვებს.

12-გზის „დიდი მუზარადის“ ტურნირების ჩემპიონი მარჯვენა იდაყვის ტრავმიდან სრული რეაბილიტირების შემდგომ, სწორედ „დოჰაში“ გეგმავდა ასპარეზობის განახლებას.

„სამწუხაროდ, გუშინდელი დღის შემდგომ, ჩემი იდაყვის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ისევ მტკივა და ამავე მიზეზის გამო, „ATP დოჰას“ ტურნირზე ვეღარ ვიასპარეზებ. ჩემთვის „ATP დოჰა“ 2017 წლის საუკეთესო 250 ქულიანი შეჯიბრება აღმოჩნდა.“

„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი გულშემატკივრების თვალწინ ვეღარ შევძლებ გამოსვლას. ძალიან ბევრი კარგი რამ მახსენდება „დოჰას“ ტურნირის შესახებ - მაგალითად გასული წლის ფინალი ენდი მარის წინააღმდეგ. მოედანზე შექმნილი ატმოსფერო მართლაც წარმოუდგენელია, ტურნირის ორგანიზება ფენომენალურ დონეზეა და ეს ყველაფერი საერთო ჯამში უაღრესად დამაკლდება.“

„ჩემ სამედიცინო გუნდთან ერთად განვიხილე არსებული სიტუაცია. მათ მითხრეს, რომ აუცილებელია იდაყვის რეაბილიტაციის გაგრძელება. ზუსტად მაშინ დავბრუნდები, როდესაც ასი პროცენტით ვიქნები მზად. ვიმედოვნებ, რომ ეს მალე მოხდება. ყველას დიდ მადლობას გადაგიხდით მოთმინებისა და გაგებისათვის.“ - განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.









კომენტარის დამატება