სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / WTA / მსოფლიო ჩოგბურთი
"აბუ-დაბის" საჩვენებელი ტურნირის ფინალების შედეგები

„აბუ-დაბის“ საჩვენებელი ტურნირი დღეს ოფიციალურად დასრულდა.

მესამე ადგილისათვის ბრძოლაში, ერთმანეთს დომინიკ ტიმი და ენდი მარი უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ბრიტანელმა ჩოგბურთელმა თავისი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ აღარ დააყენა და ტურნირიდან ამოეწერა. შოტლანდიელი ესპანელმა ჩოგბურთელმა პაბლო კარენო-ბუსტამ ჩაანაცვლა. დომინიკ ტიმსა და კარენო ბუსტას შორის შეხვედრა 1 საათისა და 9 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ ავსტრიელის გამარჯვებით დასრულდა. მსოფლიოს ნომერ მე-5 ჩოგანმა მე-10 პოზიციაზე მყოფი პაბლო კარენო-ბუსტა 2 სეტში დაამარცხა, ანგარიშით 6-3, 6-4.

რაც შეეხება ტურნირის ფინალს, სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდა. ანდერსონმა რთულ ბრძოლაში 2 სეტში შეძლო მოწინააღმდეგის განეიტრალება, ანგარიშით 6-4, 7-6(0) და „აბუ-დაბის“ საჩვენებელი ტურნირის ჩემპიონი გახდა. შეხვედრა 1 საათისა და 39 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

მამაკაცთა თანრიგის მატჩების გარდა, „აბუ-დაბიში“ ასპარეზობას სერენა უილიამსიც დაუბრუნდა. იგი ლატვიელ ჩოგბურთელ ელენა ოსტაპენკოს დაუპირისპირდა. უილიამსი ამ ეტაპზე „WTA რეიტინგში“ 22-ე პოზიციას იკავებს, ოსტაპენკო კი მე-7 ადგილზე იმყოფება. შეხვედრა 1 საათისა და 7 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ, ოსტაპენკომ მაინც მოახერხა ამერიკელი ჩოგბურთელის დამარცხება. საბოლოო ანგარიში ლატვიელის სასარგებლოდ გახლდათ 6-2, 3-6, 10-5.

ასე ჩაიარა წლევანდელმა "აბუ-დაბის" საჩვენებელმა ტურნირმა, რომელიც მომავალ წლამდე დაგვემშვიდობა...











კომენტარის დამატება