Image

"ლივერპულს" ახალი წლის პირველ მატჩში მნიშვნელოვანი დანაკლისი ექნება

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 31-დეკ, 12:049 GioToServe 373


















"ლივერპულს" ახალი წლის პირველ მატჩში მნიშვნელოვანი დანაკლისი ექნება


მომავალი წლის პირველ მატჩში, „ლივერპულს“ შესაძლოა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი დააკლდეს. ხვალ, პირველ იანვარს, „წითლები“ გასვლაზე „ბარნლის“ დაუპირისპირდებიან. "ESPORT.GE"-ს ინფორმაციით, მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს მოჰამედ სალაჰი.

„ლესტერის“ წინააღმდეგ შეხვედრაში, ეგვიპტელმა ფორვარდმა მოედანი კოჭლობით დატოვა. „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის თქმით, სალაჰზე კლუბის სამედიცინო სამსახური იზრუნებს. ფეხბურთელი ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს და მხოლოდ აღნიშნული პროცედურების შემდგომ შეფასდება ფეხბურთელის მდგომარეობა - მზად იქნება თუ არა იგი „ბარნლის“ წინააღმდეგ მატჩის ჩასატარებლად.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, „ლივერპულის“ შემადგენლობაში, მოჰამედ სალაჰმა 29 მატჩში 23 გოლის გატანა მოახერხა. ახლახანს, "პრემიერ ლიგის" ფარგლებში, წლის ბოლო ტურში, „ლივერპულმა“ „ლესტერი“ 2:1 ანგარიშით დაამარცხა. „წითლებმა“ გამარჯვება სწორედ სალაჰის დუბლის მეშვეობით მოიპოვეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (251)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა