Image

ჟოზე მოურინიომ რომელუ ლუკაკუს ტრავმის სიმძიმე შეაფასა

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 31-დეკ, 12:239 GioToServe 373


















გუშინ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ მოედანზე „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა. შეხვედრაში ტრავმა მიიღო კლუბის ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ. მატჩის დამთავრების შემდგომ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავდამსხმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი „საუთჰემპტონის“ მცველს უესლი ჰუდტს თავით დაეჯახა. ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ლუკაკუ საკაცეზე აღმოჩნდა და ასე დატოვა მოედანი.

„ეს ფეხბურთია, ლუკაკუს არ გაუმართლა. ვფიქრობ, რომ ჰოლანდიელი მცველი ბურთზე თამაშობდა, არც ჰუდტს გაუმართლა და არც ლუკაკუს. აღნიშნულ ეპიზოდში არ ყოფილა არანაირი მიზანმიმართული აგრესია და ქვეტექსტი.“

„არ ვიცი ლუკაკუ რამდენ ხანს ვერ იასპარეზებს. როდესაც ვითარება უკიდურესად მძიმეა, შემთხვევის ირგვლივ ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება ხოლმე. ამჯერად ასეთი რამ არ მომხდარა. დარწმუნებული ვარ, რომ რომელუ ლუკაკუ როგორც მინიმუმ, მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს.“ - განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა