სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / ქართული ჩოგბურთი
ნიკოლოზ ბასილაშვილი "ATP დოჰას" ტურნირზე იასპარეზებს

ხვალ, 2018 წლის პირველ დღეს, „ATP დოჰას“ ტურნირი აიღებს სტარტს. შეჯიბრება 1-დან 6 იანვრის ჩათვლით გაიმართება და მასში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირის პირველ წრეში, ბასილაშვილი იტალიელ ჩოგბურთელ ტომას ფაბიანოს დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე, ბასილაშვილი “ATP“ რეიტინგში 59-ე პოზიციას იკავებს, მისი მოწინააღმდეგე კი 73-ე ადგილზე იმყოფება.

შეხვედრა ხვალისთვისაა ჩანიშნული, თუმცა მატჩის დაწყების ზუსტი დრო ჯერ-ჯერობით უცნობია.

მატჩში ბუკმეიკერების ფავორიტი სწორედ ქართველი ჩოგბურთელია. მას საშუალოდ 1.67 კოეფიციენტი ხვდა წილად.

წარმატების შემთხვევაში, ბასილაშვილი ბორნა ჩორიჩსა და პაბლო კარენო-ბუსტას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მთლიანი ბადე კი აქვე შეგიძლიათ იხილოთ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი "ATP დოჰას" ტურნირზე იასპარეზებს








კომენტარის დამატება