Image

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის დასრულების შემდგომ გეგმებზე ისაუბრა

სიახლეები / პირადი ცხოვრება / ფეხბურთი / ესპანეთი 31-დეკ, 14:449 GioToServe 470


















მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ისაუბრა იმ საქმიანობის შესახებ, რომელშიც კარიერის დასრულების შემდგომ სურს ბედის ცდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც კარიერას დავასრულებ, კარგი ცხოვრება მექნება. ასე იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ ბევრი ფული მაქვს, არამედ იმიტომ, რომ რაღაც ახლის ცდას ვაპირებ.“

„მაგალითისათვის, ფილმების გადაღების დიდი სურვილი მაქვს. მე ჩემი საკუთარი ფირმაც გამაჩნია, ასევე სასტუმროები, სავარჯიშო დარბაზები, ტანსაცმლის ფირმის ხაზი და სერია. მინდა ბიზნესმენობა ვისწავლო. საკუთარი მომავლის დაგეგმვა ჯერ კიდევ 27-28 წლის ასაკში დავიწყე.“

„კარგი გუნდი მყავს, რომელიც საინტერესო პროექტების განვითარებაში მეხმარება. როდესაც ფეხბურთს ვთამაშობ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, მაგრამ სხვა დანარჩენ ცხოვრებისეულ საქმიანობაში, აუცილებელია ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა.“

„წარმატების გასაღები რა თქმა უნდა საკუთრივ მოტივაციაა. როდესაც მოტივირებული ხარ, ყველაფერი მარტივდება.“ - ციტირებს პორტუგალიელი თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს სიტყვებს „ESPORT.GE”.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (262)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა