150 მილიონი ევრო! - "პ.ს.ჟ." გრანდიოზულ ტრანსფერს ამზადებს

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / საფრანგეთი / ტრანსფერები 31-დეკ, 14:599 GioToServe 1107 0






150 მილიონი ევრო! - "პ.ს.ჟ." გრანდიოზულ ტრანსფერს ამზადებს


„ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, „იუვენტუსის“ გამოჩენილმა თავდამსხმელმა პაულო დიბალამ შესაძლოა გუნდი სულ მალე შეიცვალოს. ჩვენი ინფორმაციით, დიბალას ძმა, რომელიც ამავდროულად ფეხბურთელის პირადი აგენტია, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ფრანგული კლუბის „პ.ს.ჟ.“-ს ხელმძღვანელობასთან.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ერთობლივი შეხვედრის დროს, დიბალას წარმომადგენელმა „პარიზელების“ ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ „იუვენტუსისგან“ პაულო დიბალას გამოსყიდვის მცდელობა, დიდი შანსია ფრანგული მხარისათვის წარმატებით დასრულდეს.

საგულისხმოა ისიც, რომ ტრანსფერის მიახლოებითი თანხა 150 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ტურინული კლუბის 24 წლის ფორვარდით რამდენიმე გრანდია დაინტერესებული, რომელთა შორის მოიაზრება „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018