Image

"ლივერპულმა" ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი შეისყიდა

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / ტრანსფერები 31-დეკ, 17:349 GioToServe 417


















"ლივერპულმა" ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი შეისყიდა


მას შემდგომ, რაც „ლივერპულმა“ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადაწყვიტა „საუთჰემპტონის“ მიერ წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ვირჯილ ვან დეიკი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა.

“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, ორ ინგლისურ კლუბს შორის მოლაპარაკებები ფაქტობრივად არ შემდგარა. „საუთჰემპტონმა“ „ლივერპულს“ ამცნო, რომ ვირჯილ ვან დეიკს მხოლოდ და მხოლოდ 75 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაყიდდა. „ლივერპულის“ მფლობელებმა ჯონ ჰენრიმ და მაიკ გორდონმა მყისიერად გადაწყვიტეს ფეხბურთელში მოცემული თანხის გადახდა.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ „ფენვეი სპორტ გრუპის“ „ლივერპულის“ მფლობელებსა და „საუთჰემპტონის“ დირექტორს ლეს რიდს შორის გარიგება 21 დეკემბერს უკვე დასრულებული გახლდათ, მაგრამ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, ტექნიკურმა ხელმძღვანელმა მაიკლ ედვარდსმა და თავად ფეხბურთელის - ვირჯილ ვან დეიკის აგენტმა სამი დღის შემდგომ შეიტყვეს ტრანსფერის წარმატებით დასრულების ამბავი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სულ ცოტა ხნის წინ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ საჭირო ფეხბურთელის ტრანსფერის მომენტში, ფასი უკანასკნელი ასპექტია, რასაც იგი ყურადღებას აქცევს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (251)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა