Image

"ბარსელონამ" თავის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 31-დეკ, 17:529 GioToServe 476


















"ბარსელონამ" თავის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა


„ბარსელონა“ ცენტრალურ მცველ სამუელ უმტიტის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ფეხბურთელით „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული, მაგრამ კატალონიური მხარე მცველის მარტივად დათმობას სულაც არ გეგმავს.

„ბარსელონამ“ უმტიტი გასულ ზაფხულს, 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოიყვანა კატალონიურ კლუბში. აღნიშნულ მომენტამდე, უმტიტი „ლიონის“ შემადგენლობაში ასპარეზობდა. „ბარსელონამ“ ფეხბურთელზე მალევე დააწესა საკმაოდ მაღალი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროს ოდენობით.

„ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, მას შემდგომ, რაც „ლივერპულმა“ ვირჯილ ვან დეიკში 75 მილიონი ევრო გადაიხადა, კატალონიურმა კლუბმა უმტიტის ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მნიშვნელოვნად გაზარდა.

24 წლის მცველთან მოლაპარაკებები უახლოეს კვირებში დაიწყება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ უმტიტის სერიოზული ტრავმა აქვს და იგი თებერვლამდე ვერ დაუბრუნდება ასპარეზობას.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა