"ინტერი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ბარტერს განახორციელებენ

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / იტალია / ტრანსფერები 03-იან, 12:169 GioToServe 1014 0





გუშინ, „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, კლუბის ხელმძღვანელებთან ხანგრძლივი შეხვედრა გამართა, სადაც ჯგუფმა იანვრის სატრანსფერო პოლიტიკა განიხილა.

“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, „ინტერი“ ჟოაო მარიოს გაყიდის ან სხვა ფეხბურთელში გაცვლის.

ნახევარმცველით დაინტერესებულია ფრანგული კლუბი „პ.ს.ჟ.“, მაგრამ „ინტერი“ უფრო მეტად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ალტერნატივისაკენ იხრება. იტალიურ კლუბს ჟოაო მარიოს სანაცვლოდ ჰენრიხ მხითარიანის გადმოყვანა სურს.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უფრო მეტი სათამაშო გამოცდილების დასაგროვებლად, თავად პორტუგალიელ ფეხბურთელსაც სურდა „ინტერის“ დატოვება, თუმცაღა მილანური კლუბის ხელმძღვანელობამ ჟოაოს ასე მარტივად დათმობა არ ინება.

"ინტერი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ბარტერს განახორციელებენ


"ინტერი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ბარტერს განახორციელებენ



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა