სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / გერმანია / ტრანსფერები
"ბარსელონას"ყოფილი ფეხბურთელი შესაძლოა გუნდში დაბრუნდეს

"ბარსელონას"ყოფილი ფეხბურთელი შესაძლოა გუნდში დაბრუნდეს


მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა შესაძლოა „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.

“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში შესაძლოა წელსვე დაბრუნდეს. აღნიშნულის შესახებ ალკანტარას მამამ - მაზინიომ ისუბრა. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ტიაგო თავადაა დაინტერესებული „ბარსელონაში“ გადასვლით.

გასულ წელს, გერმანული გუნდის მთავარ მწვრთნელად იუპ ჰაინკესი მოგვევლინა. ამ უკანასკნელმა კარლო ანჩელოტი ჩაანაცვლა. ჩვენი ინფორმაციით, ალკანტარა სწორედ „ბაიერნის“ ახალი მწვრთნელით არის უკმაყოფილო.

ტიაგო ალკანტარა მიუნხენის „ბაიერნში“ 2013 წელს გადავიდა. ტრანსფერი კლუბის მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა - ხოსეპ გვარდიოლამ განახორციელა.

გასული წლის ნოემბერში, ესპანელმა ნახევარმცველმა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო. ამ მომენტისათვის, ფეხბურთელს ტრავმა ისევ აწუხებს და რეაბილიტაციის პროცესს განაგრძობს.

მიმდინარე სეზონში, გერმანული გუნდის შემადგენლობაში, ტიაგო ალკანტარამ 14 მატჩის ჩატარება მოახერხა და 2 გოლიც გაიტანა.








კომენტარის დამატება