მორიგი სამწუხარო ინფორმაცია ენდი მარი შესახებ

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / ავსტრალიის ღია პირველობა / მსოფლიო ჩოგბურთი 04-იან, 12:489 GioToServe 1047 0





ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარი 2018 წლის „ავსტრალიის ღია პირველობაზე“ მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. მას ბარძაყის ტრავმა აქვს და ამ მომენტამდე ვერ შეძლო სრული რეაბილიტაცია.

„დიდი მუზარადის“ ტურნირების სამგზის გამარჯვებულს, ოფიციალური შეხვედრა გასული ზაფხულის „უიმბლდონის“ შემდგომ აღარ ჩაუტარებია.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ წელს „მელბურნში“ ვეღარ ვითამაშებ, ვინაიდან და რადგანაც არ ვარ მზად ასპარეზობისათვის.“ - განაცხადა 30 წლის ენდი მარიმ, რომელიც ავსტრალიიდან ლონდონში ჩაფრინდა მისივე თქმით „ყველა შესაძლო ალტერნატივის შესაფასებლად”.
2018 წლის „ავსტრალიის ღია პირველობა“ 15 იანვარს დაიწყება.

„მადლობა თითოეული გამამხნევებელი შეტყობინებისათვის. ვიმედოვნებ, რომ მალე შევძლებ კორტზე დაბრუნებას.“ - დასძინა შოტლანდიელმა.

მიმდინარე კვირას, ენდი მარიმ სოციალურ ქსელში უაღრესად ემოციური ნააზრევი გამოაქვეყნა. პოსტში შოტლანდიელი ხსნის, თუ რა დამანგრეველია 6 თვიანი ინტენსიური რეაბილიტაციის მიუხედავად, ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში ვერ ჩადგომა. მარიმ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ჯერ-ჯერობით არ სურდა ოპერაციის გაკეთება, ახლა კი აღნიშნული ალტერნატივის განხილვაც მოუწევს.

„ავსტრალიის ღია პირველობის“ ტურნირის ხელმძღვანელმა კრეიგ ტაილიმ შემდეგი განცხადება გააკეთა: „ძალიან კარგად გვესმის ის ფაქტი, რომ ენდი მარის ახლა უაღრესად რთული პერიოდი უდგას. მას ბარძაყის ტრავმა აქვს და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მზად ყოფილიყო „მელბურნში“ სათამაშოდ.“

„პირადად მე, დარწმუნებული ვარ და კარგად ვიცი, თუ როგორ უყვარს ენდი მარის ჩოგბურთი და ყველაფერს გააკეთებს ასპარეზობის განახლებისათვის. შოტლანდიელმა ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ჩვენც დიდ პატივს ვცემთ.“

მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგანი ენდი მარი 2016 წლის „უიმბლდონის“ 1/4 ფინალში ამერიკელ ჩოგბურთელ სემ კიურეისთან დამარცხდა. ამის შემდგომ, იგი „ATP” რეიტინგში მე-16 პოზიციაზე დაეშვა.

მან დაბრუნება გასული წლის აგვისტოში, „ამერიკის ღია პირველობაზე“ სცადა, თუმცა ტურნირის დაწყებიდან ორი დღით ადრე მიიღო გადაწყვეტილება და ასპარეზობაზე ოფიციალური უარი განაცხადა.

შოტლანდიელმა უკანასკნელი მატჩი გასულ კვირას, „აბუ-დაბის“ საჩვენებელ ტურნირზე გამართა. იგი ესპანელ ჩოგბურთელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდა. მატჩი 1 სეტიანი ფორმატით გაიმართა და ბაუტისტამ მარი 6-2 ანგარიშით დაამარცხა.

2016 წლის ნოემბერში, ენდი მარიმ საჩვენებელი მატჩი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ გამართა. შოტლანდიელი ჩოგბურთელი „ავსტრალიის ღია პირველობისა“ და „უიმბლდონის“ ჩემპიონთან საბოლოოდ 6-3, 3-6, 10-6 ანგარიშით დამარცხდა.

ენდი მარი მიმდინარე კვირას, „ATP ბრისბენის“ ტურნირზე გეგმავდა დაბრუნებას. დღეს მას ოფიციალური შეხვედრა უნდა გაემართა ამერიკელი ჩოგბურთელის რაიან ჰარისონის წინააღმდეგ, მაგრამ 48 საათით ადრე კორტზე გამოსვლაზე უარი განაცხადა.







მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა