კრიშტიანუ რონალდუმ სამი ახალი კლუბისგან მიიღო შემოთავაზება

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ტრანსფერები 04-იან, 14:239 GioToServe 861 0






„რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა მადრიდული კლუბი ძალიან მალე დატოვოს.

“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, ტრანსფერის თაობაზე, 32 წლის პორტუგალიელმა უკვე სამი ახალი წინადადება მიიღო. ჩვენი ინფორმაციით, მოცემული წინადადებებიდან, ერთ-ერთი საკმაოდ სერიოზულია და ამ მომენტისათვის უცნობი კლუბი უახლოეს დღეებში შეეხმიანება „სამეფო გუნდის“ ხელმძღვანელობას.

მიუხედავად ამგვარი რეალობისა, მადრიდის „რეალს“ არ სურს ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშის გუნდიდან გაშვება, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა. წარმომადგენლობა ყველაფერს აკეთებს პორტუგალიელი ფეხბურთელის კლუბში დატოვებისათვის.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რონალდუმ განაცხადა, რომ იგი უკმაყოფილოა მადრიდის „რეალში“ მისი ამჟამინდელი მდგომარეობით. უფრო ზუსტად, 32 წლის ფორვარდს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მას ანაზღაურების თვალსაზრისით გაუმჯობესებულ კონტრაქტს არ სთავაზობს. აღნიშნულის გამო, პორტუგალიელი მადრიდული კლუბის დატოვებას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში, „რეალის“ შემადგენლობაში, კრიშტიანუმ 22 მატჩი ჩაატარა. მან 16 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა თავი.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018