2018 წლის "ავსტრალიის ღია პირველობას" კიდევ ერთი წამყვანი ჩოგბურთელი გამოტოვებს

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / მსოფლიო ჩოგბურთი 04-იან, 15:119 GioToServe 1032 0





2018 წლის "ავსტრალიის ღია პირველობას" კიდევ ერთი წამყვანი ჩოგბურთელი გამოტოვებს


იაპონელი ჩოგბურთელი კეი ნიშიკორი ტრავმირებულია და 2018 წლის „ავსტრალიის ღია პირველობაზე“ ვეღარ იასპარეზებს.

აზიის ნომერ პირველ ჩოგანს კეი ნიშიკორის გასული წლის აგვისტოს შემდგომ, ოფიციალური შეხვედრა არ გაუმართავს. იაპონელმა ცინცინატში ვარჯიშის დროს მარჯვენა მაჯის მყესი გაიწყვიტა.

მან განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით „დიდ მუზარადზე“ რთული ბრძოლების გასამართად მზად არაა.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ წელს „ავსტრალიის ღია პირველობაზე“ ვეღარ ვიასპარეზებ.“ - განაცხადა იაპონელმა ჩოგბურთელმა კეი ნიშიკორიმ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„ავსტრალიის ღია პირველობა“ ჩემთვის ყველაზე გამორჩეული „დიდი მუზარადის“ ტურნირია. როცა მელბურნში ვასპარეზობ, საკუთარი თავი სახლში მგონია.“ - დასძინა იაპონელმა.

„დიდი მუზარადის“ ტურნირის ხელმძღვანელობა წარმოუდგენლად ზრუნავს როგორც მოთამაშეებზე, ასევე მათ გუნდებზე. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ შევძლებ წელს მელბურნში ასპარეზობას.“

„ჩემი რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით 100%-ით მზად არ ვარ, მითუმეტეს 5 სეტიანი შეხვედრების ჩასატარებლად.“ - აცხადებს ნიშიკორი.

ცოტა ხნის წინ, იაპონელი ჩოგბურთელი „ATP ბრისბენის“ ტურნირიდანაც ამოეწერა და ბევრისათვის მოსალოდნელი იყო 2018 წლის „ავსტრალიის ღია პირველობის“ გამოტოვების გადაწყვეტილებაც.

2015 წელს 28 წლის ჩოგბურთელი „ATP” რეიტინგში მე-4 პოზიციას იკავებდა. გასული წლის ნოემბერში, ოპერაციის გაკეთებას ნიშიკორიმ რეაბილიტაციის პროცესის გავლა ამჯობინა და სწორედ ამგვარად იმედოვნებდა იაპონელი ფორმაში ჩადგომას. იგი წელს, სწორედ ავსტრალიაში აპირებდა დაბრუნებას.

2017 წელი ნიშიკორიმ 30 მოგებითა და 13 მარცხიც ჩაამთავრა. როგორც ვხედავთ, 2018 წლის ამგვარი მძიმე გადაწყვეტილებით დაწყება, იაპონელისთვის საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა.

კეი ნიშიკორის „ATP“-ის 11 ტურნირი აქვს მოგებული. გასულ წელს, „ავსტრალიის ღია პირველობის“ 1/8 ფინალში, იგი ტურნირის ჩემპიონ როჯერ ფედერერთან დაძაბულ 5 სეტიან ბრძოლაში დამარცხდა.





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა